განის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გარდაიცვალა

22-08-2019, 17:35

ევროპულმა გამოცემებმა სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელეს.

განის ნაკრების ყოფილი წევრი, ჯუნიორ აგოგო 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. თუმცა, ვეტერანმა ფეხბურთელმა 2015 წელს ინსულტი გადაიტანა

აგოგომ კარიერის განმავლობაში განის ნაკრების მაისურით 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 12 გოლის გატანაც მოახერხა. ახალგაზრდულ ასაკში კი ის ინგლისის მე-3 ნაკრების წევრიც იყო.

განელმა ფორვარდმა კარიერის უდიდესი ნაწილი დიდ ბრიტანეთში გაატარა, სადაც მოირგო ისეთი კლუბების მაისურები, როგორებიცაა "შეფილდ უენსდი", "ბარნეტი", "ბრისტოლი", "ნოტინგემი" და "ჰიბერნიანი".



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით