კოუტინიო პირველ შეხვედრას გამოტოვებს

22-08-2019, 22:50

შაბათს გერმანიის ბუნდესლიგის მე-2 ტურის შეხვედრა გაიმართება, რომელშიც გელზერკიხენის "შალკე" მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლებს.

დიდი ალბათობით, ხსენებულ მატჩს "რეკორდმაისტერის" ახალწვეული, ფილიპე კოუტინიო გამოტოვებს.

გუნდის მთავარი მწვრთნელის, ნიკო კოვაჩის განცხადებით, ბრაზილიელი ნახევარმცველის კონდინციები ჯერ-ჯერობით სათანადო არაა.

"კოუტინიო არაა მზად რომ შაბათის მატჩში ძირითადიდან დაიწყოს. მან თავადაც მითხრა ეს."

"არ გვეჩქარება. მზად ვართ, დაველოდოთ მის სრულიად გამოჯანმრთელებას. გარისკვას არ ვაპირებ." - აცხადებს კოვაჩი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით