ოფიციალურად: კუბო მომავალ სეზონს "მალიორკაში" გაატარებს

22-08-2019, 20:35

მადრიდის "რეალის" ახალწვეული, ტაკეფუსა კუბო მომავალ სეზონს "მალიორკას" რიგებში გაატარებს.

"სამეფო კლუბის" ოფიციალური საიტის ცნობით, გუნდები უკვე შეთანხმდნენ ერთწლიან იჯარაზე.

"თეთრებს" არაევროკავშირელი ფეხბურთელების ლიმიტი ამოწურული აქვთ. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ 18 წლის გარემარბი "კასტილიაში" ითამაშებდა, თუმცა, საბოლოოდ გუნდმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ კუბო ესპანურ გრანდს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით