რონალდომ მისსა და მესის კონკურენციაზე ისაუბრა

22-08-2019, 20:39

კრისტიანო რონალდოსა და ლეო მესის შორის საუკეთესოს დასახელება თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვაა.

დღეს პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მასსა და მესის შორის არსებულ კონკურენციაზე ისაუბრა.

"ორი აზრი არ არსებობს. მისი წყალობით მე უკეთესი ფეხბურთელი გავხდი, ისევე როგორც თავად გახდა უკეთესი ჩემი წყალობით."

"მე მის კარიერას უდიდეს პატივს ვცემ, ისევე როგორც ის. ლეომ უკვე განაცხადა, რომ ჩემი წასვლით გულდაწყვეტილია."

"ჩვენ ერთად არასდროს გვქონია ვახშამი, თუმცა, თუ ამის შესაძლებლობა მომეცემა, რა თქმა უნდა, უარს არ ვიტყვი." - აცხადებს რონალდო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით