სად დაასრულებს კარიერას ლუის სუარესი?!

22-08-2019, 23:03

კატალონიის "ბარსელონას" ურუგვაელმა ლიდერმა, ლუის სუარესმა შესაძლოა კარიერა ამერიკაში გააგრძელოს.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, 32 წლის ფეხბურთელს შეთავაზება დევიდ ბექემის მაიამის "ინტერისგან" აქვს.

ლეგენდარული ინგლისელის კლუბი MLS-ში ზამთრიდან დარეგისტრირდება. მანამდე კი გუნდი ცდილობს, რომ ხმაურიანი ტრანსფერები განახორციელოს და არაერთი ევროპაში მოთამაშე გამოცდილი ფეხბურთელი დაიმატოს.

სუარესს კონტრაქტი 2020 წლის ივნისში ეწურება, რომლის შემდგომაც შეთანხმების საფუძველზე კიდევ ერთი წლით შეიძლება გახანგრძლივება. თუმცა, დიდი ალბათობით, ურუგვაელი ფორვარდი კარიერის დასასრულებლად ამერიკის კონტინენტზე გადაბარგდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით