ისტორიული კლუბი გაუქმების პირასაა

22-08-2019, 23:09

ინგლისური გამოცემები ძალიან სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებენ.

1885 წელს დაარსებული კლუბი "ბარი" შესაძლოა უახლოეს მომავალში გაუქმდეს. მიზეზი კი ფინანსური პრობლემებია.

134 წლიანი ისტორიის მქონე კლუბი ამჟამად ინგლისის რანგით მესამე დივიზიონში, ლიგა 1-ში ასპარეზობს. თუმცა, საწყისი 4 ტურის შეხვედრა გუნდმა გადადო, რადგან ფეხბურთელებს ხელფასები არ მიუღიათ. გარდა ამისა, ფედერაციამ 12 ქულაც დააკლო "ბარის".

კლუბს ისტორიის განმავლობაში ინგლისის თასი აქვს მოგებული. პრემიერლიგაში კი მისი საუკეთესო შედეგი მე-4 ადგილია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით