მანჯუკიჩი ლა ლიგაში?

23-08-2019, 11:12

ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კატალონიის "ბარსელონა" ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ტურინული კლუბიდან, მარიო მანჯუკიჩის გადმობირებას ეცდება.

როგორც ცნობილია, "ბარსელონას" ბოსები ახლო მომავალში მიმართავენ "ბებერი სინიორას" მესვეურებს ხორვატი ფეხბურთელის თაობაზე.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ მარიო მანჯუკიჩის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 25 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით