"ნაპოლიმ" პირადი სატრანსფერო რეკორდი დაამყარა

23-08-2019, 16:47

"ნაპოლიმ" კლუბის ისტორიაში სატრანსფერო რეკორდი დაამყარა.

იტალიურმა გუნდმა "პსვს" აწ უკვე ყოფილი ფორვარდი, ირვინ ლოზანო შეიძინა. ნეაპოლელებმა 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 38 მილიონი ევრო გადაიხადეს.

გარდა ამისა, წარმატებულად გამოსვლის შემთხვევაში ჰოლანდიური გრანდი დამატებით კიდევ 5 მილიონს მიიღებს ბონუსების სახით.

ლოზანო ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მექსიკელი ფეხბურთელი გახდა. გარდა ამისა, "ნაპოლიმ" მის გამოსასყიდ ფასად 135 მილიონი ევრო დააწესა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით