რაბიო: "რონალდო ტურინში მეხმარება"

23-08-2019, 16:50

ტურინის "იუვენტუსის" ახალწვეულმა, ანდრე რაბიომ გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

"მიმდინარე ზაფხულის განმავლობაში ძალიან ბევრ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა, რადგან, გუნდთან ადაპტაცია მჭირდებოდა."

"რონალდოსთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ის ჩემსავით მარცხენა ფლანგზე თამაშობს და შესაბამისად, შეთამაშება აუცილებელია. მასთან ერთად ვარჯიში ძალიან მეხმარება."

"ტურინი პარიზისგან განსხვავებული ქალაქია. ის შედარებით პატარაა, თუმცა ძალიან მშვიდი და ლამაზი."

"მოუთმენლად ველოდები სეზონის დაწყებას. ვფიქრობ, ეს სეზონი ჩემთვისაც და გუნდისთვისაც დაუვიწყარი გამოვა." - აცხადებს რაბიო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით