ვან დიკი მწვრთნელობას გამორიცხავს

23-08-2019, 17:00

თანამედროვე ფეხბურთში მოთამაშეთა უმრავლესობა კარიერის დასრულების შემდგომ სამწვრთნელო კარიერას იწყებს.

თუმცა, განსხვავებული აზრი აქვს "ლივერპულის" ჰოლანდიელ ლიდერ ვირჯილ ვან დიკს. 28 წლის მცველის განცხადებით, მას თავისი თავი მწვრთნელის როლში ვერ წარმოუდგენია.

"კარიერის დასაწყისში ვფიქრობდი, რომ ოდესმე მე მწვრთნელი გავხდებოდი. თუმცა, ახლანდელი გადმოსახედით ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია."

"ძალიან მიყვარს ფეხბურთი და სავარაუდოდ, კარიერის დასრულების შემდგომ ამ სპორტში დავრჩები. ზოგადად, ტალანტებს საკმაოდ კარგად ვამჩნევ და ალბათ, სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას." - აცხადებს ვან დიკი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით