"არსენალს" ორი ფეხბურთელი დატოვებს

23-08-2019, 17:07

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ლონდონის "არსენალის" რიგებში ცვლილებები იგეგმება.

ბრიტანული გამოცემა The Mirror-ის ინფორმაციით, "მეთოფეთა" მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ შკოდრან მუსტაფისა და მუჰამედ ელნენის ახალი გუნდის მოძებნა ურჩია.

"რამდენიმე ფეხბურთელი გვყავს, რომლებმაც იციან საკუთარი სიტუაციის შესახებ. მაგალითად, უკვე ვესაუბრე ელნენისა და მუსტაფის."

"მსურს, რომ ყველა ფეხბურთელი ბედნიერი იყოს. თუ მათ თამაში არ მოუწევთ, ლოგიკურია, რომ ბედნიერები ვერ იქნებიან." - აცხადებს ემერი.

შეგახსენებთ, რომ ლონდონურმა კლუბმა მუსტაფის სანაცვლოდ სამი წლის წინ 35 მილიონი ევრო გადაიხადა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით