საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

23-08-2019, 22:09

საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტის ცნობით, მატჩი თურქეთის ქალაქ სტამბოლში, 5 სექტემბერს, თბილისის დროით 17:30 საათზე გაიმართება.

საქართველოს ნაკრები საწვრთნელ შეკრებას 2 სექტემბერს სტამბოლში დაიწყებს. ვლადიმერ ვაისი კი შემადგენლობას მომავალ კვირაში დაასახელებს.

შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში "ჯვაროსნები" დანიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით