ნეიმარმა თავისი მომავალი გუნდი საბოლოოდ აირჩია

23-08-2019, 23:24

ნეიმარ ჯუნიორის ირგვლივ ატეხილი სატრანსფერო აჟიოტაჟი კვლავ არ ცხრება.

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბრაზილიელი გარემარბი უკმაყოფილოა "ბარსელონას" ინერტულობით და კლუბისგან უფრო მეტ აქტიურობას მოითხოვს.

წყაროს ცნობით, 27 წლის ფეხბურთელი კატალონიური გრანდის წარმომადგენლებს შეხვდა და მოუწოდა, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულონ ტრანსფერი.

ჯერ-ჯერობით, ესპანელებმა ნეიმარის თაობაზე ორი შეთავაზება გააკეთეს. პირველი ორი ფეხბურთელი და 100 მილიონი ევრო იყო, მეორე შემთხვევაში კი ერთწლიანი იჯარა 200 მილიონად გამოსყიდვის უფლებით, თუმცა, "პსჟმ" ორივე შეთავაზება უარით გაისტუმრა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით