21 წლის მარიამ ბოლქვაძე ამერიკის ღია პირველობი ძირითად ბადეში იასპარეზებს

24-08-2019, 01:29

დღეს ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური დაპირისპირება გაიმართა, რომელშიც მარიამ ბოლქვაძე ჩინელ შილინ ხიუს დაუპირისპირდა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოვიდა და საბოლოოდ ქართველმა ჩოგბურთელმა სამ სეტში, 6:4, 2:6, 6:4 იმარჯვა.

ამ მოგების წყალობით 21 წლის ქართველი ჩოგბურთელი კარიერაში პირველად მოხვდა დიდი სლემის ძირითად ბადეში.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევაა 2015 წლის შემდეგ, როდესაც ქართველი ქალი ჩოგბურთელი დიდ სლემზე იღებს მონაწილეობას. უკანასკნელად ანა ტატიშვილმა ავსტრალიის ღია პირველობაზე იასპარეზა, სადაც მე-2 რაუნდში გავიდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით