პოჩეტინო: "როდესაც რაიმეს ეთანხმები, შემდეგ ამაზე წუწუნის უფლება არ გაქვს"

24-08-2019, 19:40

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ვიდეო-რეფერის წესზე ისაუბრა.

"წესი არის წესი. როდესაც რაიმეს ეთანხმები, შემდგომ ამაზე წუწუნის უფლება უკვე აღარ გაქვს."

"ვიცი, რომ ზოგჯერ ვიდეო-რეფერი ჩემს სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, ზოგჯერ კი საწინააღმდეგოდ. თუმცა, ჩვენ იძულებული ვართ, მუდამ დავეთანხმოთ მას."

"ფეხბურთი და ტექნოლოგია ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია. მთავარია, ეს ტექნოლოგიები ისე დავხვეწოთ, რომ იდეალურად მოერგოს სპორტს. ამისთვის კი დრო იქნება საჭირო." - აცხადებს პოჩეტინო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით