დემბელეს ბოლო შანსი მისცეს

24-08-2019, 19:45

როგორც ჩანს, ოსმან დემბელეს დღეები კატალონიის "ბარსელონაში" დათვლილია.

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, 22 წლის ვინგერი გასულ დღეებში კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა და ბოლო გაფრთხილება მიიღო.

წყაროს ცნობით, "ბლაუგრანას" მესვეურები უკმაყოფილო არიან ფრანგი გარემარბის ქცევით. მან გუნდს არ აცნობა, რომ ტკივილი აწუხებდა და ისე ითამაშა ლა ლიგის პირველ ტურში "ბილბაოს" წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ არასპორტული ქცევისა და ვარჯიშების გაცდენის გამო ერიკ აბიდალი ადრეც შეხვდა დემბელეს აგენტს და გაფრთხილება მისცა. ახლა კი, როგორც ჩანს, ეს ფრანგი ფეხბურთელისთვის ბოლო შანსია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით