ნეიმარი "პარი სენ-ჟერმენს" ტოვებს, კლუბმა მისი შემცვლელი უკვე იპოვა

25-08-2019, 22:20

როგორც ჩანს, პარიზში საბოლოოდ შეეგუენ იმ აზრს რომ ნეიმარი კლუბს ტოვებს და მის შემცვლელზე დაიწყეს ფიქრი.

ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, "პსჟ" სერიოზულად არის დაინტერესებული "კრისტალ პალასის" ახალგაზრდა გარემარბის, ვილფრიდ ზაჰას დამატებით.

წყაროს ცნობით, კლუბის წარმომადგენლები მომავალ კვირაში ლონდონში ჩაფრინდებიან, სადაც კოტ-დივუარელი ფეხბურთელის თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

როგორც ცნობილია, პარიზული გრანდი მზადაა 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადოს. გარდა ამისა, ზაჰას ხელფასის სახით წელიწადში 10 მილიონს პირდებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით