სილვა სამშობლოში ბრუნდება?

26-08-2019, 09:02

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის სესახებ, რომ "სპორტინგი" "მილანის" ახალგაზრდა პორტუგალიელი ფორვარდის შეძენით დაინტერესდა.

იტალიური პრესის ინფორმაციის თანახმად, "სპორტინგის" ბოსებიზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად ეცდებიან, "მილანელთა" რიგებიდან, ანდრე სილვა გადმოიბირონ.

როგორც ცნობილია, გუნდები უახლოეს პერიოდში დაიწყებენ მულაპარაკებას ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე.

ანდრე სილვამ ფორვარდმა, გასული სეზონი "სევილიაში" იჯარის სახით გაატარა, მან ესპანური კლუბის მაისური 39 შეხვედრაში მოირგო, სადაც თავი 9 გატანილი გოლით გამოიჩინა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ანდრე სილვას ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 30 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით