"პსჟს" ლიდერები მოაკლდა

26-08-2019, 17:36

გუშინ ლიგა 1-ის მესამე ტურში "პსჟ" "ტულუზას" უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა.

გამარჯვების მიუხედავად, პარიზული გუნდისთვის მატჩს იდეალურად არ ჩაუვლია. გუნდის ერთბაშად ორი ლიდერი, კილიან მბაპე და ედინსონ კავანი გამოაკლდა.

პირველივე ტაიმის სტარტზე ურუგვაელმა თავდამსხმელმა დაზიანება მიიღო, რის გამოც შესაცვლელი შეიქნა. დიდი ალბათობით, ის მომავალი სამი კვირის განმავლობაში ვერ დაბრუნდება.

მეორე ტაიმში კი ტრავმა კიდევ ერთმა ლიდერმა, კილიან მბაპემ მიიღო. ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენი ხანი გაუცდება ფრანგ შემტევს. დიდი ალბათობით, ის ლიგა 1-ის მომავალ ტურში "პსჟს" ვერ დაეხმარება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით