დე ლიხტი: "სკამზე მოხვედრამ გამაკვირვა"

26-08-2019, 17:39

შაბათს იტალიის სერია ა-მ აიღო სტარტი. "პარმამ" საკუთარ კედლებში ტურინის "იუვენტუსი" მიიღო და მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა.

"ბებერი სინიორას" სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა ვერ მოახერხა ახალგაზრდა მატიას დე ლიხტმა. ჰოლანდიელმა მცველმა მატჩის შემდგომ ამ ფაქტზე ისაუბრა.

"ვარჯიშების მიმდინარეობის დროს არ ვიცოდი, ვითამაშებდი თუ არა. თუმცა, ჩემთვის მაინც მოულოდნელი იყო სათადარიგოთა სკამზე ყოფნა."

"თუმცა, რეალისტი უნდა ვიყო. მე საუკეთესო მცველებთან მიწევს კონკურენცია, რაც თავისთავად მეხმარება. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა დავიმსახურო." - აცხადებს დე ლიხტი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით