ვიდალი "ინტერში" გადასვლასთან ახლოს

27-08-2019, 11:46

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ჩილელ ნახევარმცველს, არტურო ვიდალს მილანის "ინტერში" გადასვლას აქტიურად უწინასწარმეტყველებენ.

გარდა იმისა, რომ "ბლაუგრანას" შუა ხაზში მოთამაშეთა ზედმეტმა რაოდენობამ მოიყარა თავი, შეიძლება, გამოცდილი ფეხბურთელის "ჯუზეპე მეაცაზე" გადაბარგებაზე ანტონიო კონტეს ფაქტორმაც ითამაშოს დიდი როლი.

მიუხედავად ამისა, Sport-ის ცნობით, არტუროს ახალი მსურველი გამოუჩნდა და ეს მარსელის "ოლიმპიკია". "ველოდრომის" ბინადრებს "ფენერბაჰჩეში" მიმავალი ლუის გუსტავოს შემცვლელი სჭირდებათ, ვიდალი კი ამისათვის ზედგამოჭრილი ვარიანტია.

ესპანური გამოცემა იმასაც გვატყობინებს, რომ თავად ვიდალს მაინც "კამპ ნოუზე" სწადია დარჩენა, თუმცა იტალიური კლუბის წარმომადგენლობა კატალონიელ კოლეგებს უკვე შეხვდნენ და პირველად შეთანხმებას მიაღწიეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით