კორეა "მილანს" უახლოეს დღეებში შუერთდება

27-08-2019, 10:50

"AS"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ანხელ კორეა "ატლეტიკოს" ვარჯიშზე არ გამოცხადდა. გუნდი შეკრებული იყო, მხოლოდ ორი ფეხბურთელი აკლდათ კორეა და დიეგო კოშტა. საბოლოოდ ჩოლოს გუნდს მხოლოდ ესპანელი თავდამსხმელი შეუერთდა.

მადრიდული გამოცემის მტკიცებით, მიზეზი არგენტინელი თავდამსხმელის "მილანში" ტრანსფერია და დიდი ალბათობით, მხარეები კონტრაქტზე ხელს ხვალ მოაწერენ. "როხიბლანკო" კი კორეას ნაცვლად გუნდში როდრიგო მორენოს მიიწვევს.

"როსონერი" ასევე აქტიურად ცდილობს ანდრე სილვას გასხვისებას. პორტუგალიელ თავდამსხმელს სამშობლოში დარუნება უნდა "სპორტინგში, ხოლო "ესპანიოლი" და "ლილი" უარით გაისტუმრა. 

მადრიდული გამოცემა ვარაუდობს, რომ სილვას შესაძლოა როდრიგოს წასვლის შემდეგ კონტრაქტი "ვალენსიამაც" შესთავაზოს, რამაც შესაძლოა პორტუგალიელს სამშობლოში დაბრუნება გადააფიქრებინოს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით