მანჯუკიჩი "პსჟ"-ს რადარზეა

27-08-2019, 22:30

იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "პარი-სენ ჟერმენი" ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "პარიზლები" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ტურინული კლუბიდან, მარიო მანჯუკიჩის გადმობირებას ეცდება.

როგორც ცნობილია, ფრანგული კლუბის ბოსები ახლო მომავალში მიმართავენ "ბებერი სინიორას" მესვეურებს ხორვატი ფეხბურთელის თაობაზე.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ მარიო მანჯუკიჩის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 25 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით