ტიაგო სილვა: "იმედი მაქვს, სატრანსფერო ფანჯარა მალე დაიხურება"

27-08-2019, 16:28

"პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელმა მცველმა ტიაგო სილვამ თანაგუნდელ და თანამემამულე ნეიმარის მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა და გავრცელებულ ცნობებზეც დააფიქსირა აზრი.

"იმედი მაქვს, სატრანსფერო ფანჯარა მალე დაიხურება, რადგან უკვე გაუსაძლისია ამ ყველაფერს გაუძლო. ნეიმართან დიდი ხანია ვმეგობრობ და მის ირგვლივ არსებული მდგომარეობა, ჩემზეც ძალიან მოქმედებს".

"ჯუნიორი გუნდისთვის შეუცვლელი ფეხბურთელია და ძალიან მინდა ჩვენთან დარჩეს. მას ამას გამუდმებით ვეუბნებით, თუმცა ხშირად ყველაფერი მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული არ არის", - ამბობს სილვა RMC-სთან ინტერვიუში.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით