პიკე: "ნეიმარს პოკერზე და დაბრუნებაზე ვესაუბრე"

27-08-2019, 18:04

"ბარსელონას" უკანახაზელმა ხერარდ პიკემ პოკერის ტურნირში აღებულ მეორე ადგილსა და ნეიმარის ტრანსფერზე ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, გუშინ ძალიან გამიმართლა და სწორედ ამიტომ მეორე ადგილზე გავედი. არ დაგიმალავთ, ამის შესახებ ნეიმარს ინსტაგრამზე მივწერე, რადგანაც ვიცი, რომ პოკერი მასაც ჩემსავით უყვარს".

"ჩვენ მის "ბარსაში" დაბრუნებაზეც ვისაუბრებთ, მაგრამ ახლა ვერაფერს გეტყვით, რადგანაც ეს ჩვენი პირადი საქმეა".

"ვიცი, რომ მისი გაფორმება ძალიან რთული იქნება, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ჩვენი კლუბი ამაზე სერიოზულად მუშაობს. ვნახოთ რა იქნება მომავალში", - განაცხადა პიკემ Express-თან საუბრისას.

ნეიმარი "პარი სენ ჟერმენში" 2017 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში ბრაზილიელმა ლიგა 1-ში პარიზული გუნდის მაისურით ჩატარებულ 17 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა. თავდამსხმელს "პსჟ"-სთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით