ზიდანმა პრეზიდენტს ბოლო სატრანსფერო დაკვეთა მისცა - ვის ყიდულობს "რეალი"

27-08-2019, 16:53

ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემა "Correio da Manha"-ს ინფორმაციით, "სპორტინგის" ნახევარმცველს  ბრუნო ფერნანდეშის შეძენით ესპანური გრანდი დაინტერესდა.

როგორც ჩანს, 24 წლის ფეხბურთელის შეძენით პირადად ზინედინ ზიდანია დაინტერესებული და "რეალის" მესვეურებს მისი ტრანსფერის განხორციელება უკვე სთხოვა.

წყაროს ცნობით, "სამეფო კლუბმა" ფერნანდეშის აგენტთან ჟორჟე მენდეშთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. ტრანსფერის სავარაუდო ღირებუელბა 55 მილიონი ევროა.

პორტუგალიელი ნახევარმცველი "სპორტინგის" ღირსებას 2017 წლიდან იცავს. მან გუნდის მაისური 113-ჯერ მოირგო, 49 გოლი გაიტანა და 42 საგოლე გადაცემა გაიფორმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით