დიდმა კონკურენციამ შესაძლოა დემირალის გასხვისებას ხელი შეუწყოს

27-08-2019, 23:42

აპენინურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მერიჰ დემირალი "მილანის" ინტერესთა სფეროში ისევ ფიგურირებს  და შესაძლოა აგვისტოს ბოლო დღეებმა ყველაფერი გადაყვიტოს. 

დი მარციოს ცნობით, დემირალი "როსონერის" სამიზნე სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისშივე გახდა, მაგრამ "როსონერიმ" ლეო დუარტე გაიფორმა. თითქოს კლუბმა ამით დაცვის ხაზში, ყოველ შემთხვევაში ცენტრალურ მცველებში ყველაფერი მოაწესრიგა, თუმცა, როგორც ჩანს, "მილანის" მესვეურებს რომანიოლის მეწყვილედ მუსაკიო არ მოსწონთ, ხოლო კალდარას გამოჯანმრთელებას ვერ დაელოდებიან. 

21 წლის თურქი "სასულოდან" შეუერთდა "იუვეს" 18 მილიონ ევროდ, ხოლო "მილანი" მზადაა, 35 მილიონი ევრო გადაიხადოს. 

დემირალს კონკურენციის გაწევა უწევს ისეთ ცენტრალურ მცველებთან, როგორებიც კიელინი, ბონუჩი და დე ლიხტი არიან, რაც ნამდვილად ვერ იქნება მარტივი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით