"მილანის" მწვრთნელი ცვლილებებს აანონსებს

27-08-2019, 20:07

აპენინურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანის" მწვრთნელი მარკო ჯამპაოლო "უდინეზესთან" მარცხის შემდეგ "ბრეშასთან" ოთხი ცვლილების განხორციელებას გეგმავს. როგორც ჩანს, მარკომ გასულ მატჩში რამდენიმე ფეხბურთელი აითვალწუნა.

"Tuttosport"-ის ცნობით, სერია ა-ს მეორე ტურში  "როსონერის" ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ ისმაელ ბენასერს, რომელიც ჩალჰანოღლუს ადგილს დაიკავებს. ასევე ძირითადში იქნება ფრანკ კესიც.

სამუ კასტილეხოს ნაცვლად პიონტეკს რაფაელ ლეაო შეუწყვილდება. ბოლო ცვლილება კი დავიდე კალაბრიაა, რომელსაც ანდრეა კონტი შეცვლის, რათა მარჯვენა ფლანგი შეტევაში უფრო პროდუქტიული გახდეს.

აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "ბრეშასთან" შეხვედრას მარკოს გუნდი ახალი ტაქტიკით, 4:3:2:1-ით დაიწყებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით