AS: ზიდანი კიდევ ერთ მოულოდნელ ნაბიჯს გადადგამს

28-08-2019, 00:13

დღეს ესპანურ მედიაში საკმაოდ მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, მადრისის "რეალის" თავკაცმა ზინედინ ზიდანიმ კლუბი ისევ დატოვოს.

"AS"-ის ცნობით, ფრანგ მწვრთნელს კლუბის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა დაეძაბა და არაა გამორიცხული, მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულება ვადაზე ადრე გაწყდეს.

47 წლის სპეციალისტის სამომავლო გეგმები სამშობლოს უკავშირდება, სადაც პარიზული კლუბის, "პარი სენ-ჟერმენის" სათავეში ჩადგომა აქვს განზრახული.

მიუხედავად ესპანურ მედიაში გავრცელებული ცნობებისა, უნდა აღინიშნოს, რომ ზიდანი "რეალში" გრძელვადიანი გეგმებით დაბრუნდა და ნაკლებად სავარაუდოა, ახალ პროექტს დასაწყისშივე გამოეთიშოს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით