ზლატანი: "თუ გჭირდებით, დასაბრუნებლად მზად ვარ"

28-08-2019, 10:04

37 წლის შვედმა ფეხბურთელმა "Mirror"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში "მანჩესტერ იუნაიტედში" დასაბრუნებლად მზად არის.

"ყველამ იცით, რომ ლომი ვარ და არა ადამიანი. პრემიერ ლიგაში თამაშს ამ ასაკშიც თავისუფლად შევძლებ. ასე რომ, თუ "იუნაიტედს" ვჭირდები, აქ ვარ".

"ევროპაში ჩემი საქმე გავაკეთე, 33 ტიტული მოვიგე და ახლა "გალაქსიში" ბოლომდე ვიხარჯები. აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ, მაგრამ ყოველთვის ვაქცევ ყურადღებას საინტერესო შემოთავაზებებს".

"მანჩესტერის" თამაშებს მუდმივად. ვნახე ბოლო მატჩი "კრისტალ პალასთან", მათ პენალტი რომ გაეტანათ, სხვა შედეგს მივიღებდით", - ამბობს ზლატანი, რომელსაც MLS-ს ბოლო 3 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით