ერნანდესი: "ვთვლი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე"

28-08-2019, 11:28

მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგი მცველი ლუკას ერნანდესი პრესასთან ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო საკითხზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ "ბაიერნი" 5 საუკეთესო კლუბს შორის შედის.

"დიდი დრო სულაც არაა საჭირო, რომ გააცნობიერო, თუ რამდენად დიდი გუნდია "ბაიერნი". აქ იმისთვის ვარ, რომ ყველაფერი მოვიგო და ასეა ყველა აქ მყოფი".

"ბაიერნი" 5 საუკეთესო გუნდს შორის შედის და აქ გადმოსვლის მიზეზებზე საუბარი ზედმეტია. ცხოვრების ნახევარი მადრიდში გავატარე. სიმართლე გითხრათ, "ატლეტიკოს" ახალი პროექტიც მომხიბვლელად გამოიყურებოდა, მაგრამ ვფიქრობ, მაინც სწორი არჩევანი გავაკეთე", - ციტირებს ერნანდესის სიტყვებს Goal.Com-ი.

ცნობისთვის, ერნანდესმა გერმანულ გრანდთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მიუნხენელებმა ფეხბურთელში 80 მილიონი ევრო გადაიხადეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით