ბოლო დეტალები ნეიმარის "ბარსელონაში" ტრანსფერთან დაკავშირებით

28-08-2019, 11:57

"პარის სენ ჟერმენის" ბრაზილიელი მეგავარსკვლავის, ნეიმარ ჟუნიორის "ბარსელონაში" დაბრუნება დღითიდღე უფრო და უფრო უახლოვდება რეალობას.

გავრცელებული ცნობების თანახმად, "ბლაუგრანა" და პარიზული გუნდი შეთანხმებასთან ახლოს არიან, ამიტომ ტრანსფერის გაოფიციალურებამდეც ბევრი აღარაფერი რჩება.

მოგეხსენებათ, კატალონიური კლუბის დელეგაცია პარიზში უკვე ორჯერ იმყოფებოდა. "el chiringuito TV"-ი ავრცელებს  ექსკლუზიურ ინფორმაციას, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერები" ნეიმარს ხვალ გააოფიციალურებენ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ კატალონიელთა სპორტულმა დირექტორმა ხავიერ ბორდასმა მოლაპარაკებებში პროგრესის შესახებ განაცხადა. 

"ტრანსფერზე ჯერჯერობით არ შევთანხმებულვართ, ეს სიმართლეა. ჩვენ მოლაპარაკებებს ვმართავთ და ტრანსფერს ვუახლოვდებით. პროგრესი ნამდვილად იგრძნობა" - ამბობს ბორდასი.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით