"იუვენტუსმა" პიანიჩს ფასი დაადო

28-08-2019, 19:08

სატრანსფერო ფანჯრის ამოწურვამდე ტურინის "იუვენტუსის" რიგებში შესაძლოა ცვლილებები ვიხილოთ.

იტალიური გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, "ბებერი სინიორა" მზადაა ბოსნიელ ნახევარმცველს, მირალემ პიანიჩს შეელიოს.

მოგეხსენებათ, კლუბს დიბალას, მანჯუკიჩისა და ემრე ჩანის გაყიდვა სურდა, თუმცა, ეს ვერ მოახერხა. შესაბამისად, ფინანსების მოსაძიებლად ახალ სტრატეგიაზე გადავიდა.

წყაროს ცნობით, 29 წლის ნახევარმცველის შეძენა "პსჟს" სურს. ტურინული გრანდი კი პიანიჩს 80 მილიონ ევროდ აფასებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით