სიმეონე ტორესის დაბრუნებას მიესალმება

28-08-2019, 19:41

გასულ კვირაში ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "ატლეტიკოს" ლეგენდამ, ფერნანდო ტორესმა კარიერა დაასრულა. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა საქმიანობას მიჰყოფს ხელს ვეტერანი ფეხბურთელი ამიერიდან.

"როხიბლანკოს" მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს განცხადებით, იგი უარს არ იტყვის, თუ ტორესი კლუბში დაბრუნდება.

"ფერნანდო ნამდვილად ჭკვიანი ადამიანი და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაა. თავისი შრომით მან უამრავი ადამიანის სიყვარული დაიმსახურა."

"როგორც ადამიანი, ის ძალიან კარგი პიროვნებაა. ვფიქრობ, ჩვენს გუნდში მისთვის ადგილი აუცილებლად გამოინახება. მოხარული ვიქნები, თუ ტორესს კვლავ მადრიდში ვიხილავ." - აცხადებს სიმეონე.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით