ბენიტესი: "ჩვენ ფეხბურთს ერთნაირად ვხედავთ და მისი გაწრთვნა ჩემი ოცნებაა"

15-10-2019, 11:43

"დალიან იფანის" ესპანელმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა,  რომ ის და მესი ფეხბურთს ერთნაირად ხედავენ და არგენტინელის გაწვრთნა მისი ოცნებაა.

"ფეხბურთელი, რომლის გაწვრთნაც მინდა? ალბათ, მესი".

"ის იმდენად კარგია, რომ შემეძლება, ჩემი ადგილი დავიკავო და მისი თამაშით დავტკბე".

"როდესაც ის არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მანჩესტერ სიტის მოედანზე ვარჯიშობდა, შევხვდი. ბევრი ვისაუბრეთ და აღმოჩნდა, რომ ერთ ენაზე ვსაუბრობთ და ფეხბურთს ერთნაირად ვხედავთ", - ციტირებს ბენიტესის სიტყვებს Goal.com-ი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით