მატიას პოგბა: "პოლი "რეალს" იდეალურად მოერგება"

28-08-2019, 23:29

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელის პოლ პოგბას ძმამ მატიას პოგბამ ჟურნალისტებთან მისი ძმის  მადრიდის "რეალში" შესაძლო გადასვლის შესახებ ისაუბრა.

"არ ვიცი, გადავა თუ არა პოლი "რეალში". ფეხბურთში წინასწარ არასდროს იცი, რა მოხდება. როგორც ყოველთვის, ის ფორმაშია. არავინ არ უნდა ელოდოს, რომ პოლი "მანჩესტერ იუნაიტედზე" ცუდს იტყვის".

"მისი მომავალი? ეს გუნდებზეა დამოკიდებული - "იუნაიტედმა" პოლის გაყიდვა უნდა მოინდომოს, "რეალმა" კი ყიდვა".

:ყველამ იცის, რომ პოგბა "რეალსა" და ზიდანს იდეალურად მოერგებოდა", - პოგბას სიტყვებს As-ი ციტირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით