ოფიციალურად: ლევანდოვსკის მომავალი გარკვეულია

29-08-2019, 20:08

როგორც მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყევა, კლუბის  თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ კონტრაქტი გაახანგრძლივა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი შეთანხმების მიხედვით, რომელსაც მხარეებმა ხელი უკვე მოაწერეს, 31 წლის პორტუგალიელი ცენტრალური ფორვარდი მიუნხენურ კლუბში 2023 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკი "ბაიერნში" 2014 წლიდან თამაშობს. მან "რეკორდმაისტერის" მაისური 246-ჯერ მოირგო, 197 გოლი გაიტანა და 47 საგოლე გადაცემა მიითვალა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით