ოფიციალურად: "აიაქსი" კასპერ დოლბერგმაც დატოვა

29-08-2019, 18:45

როგორც, ამსტერდამის "აიაქსის" ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, კასპერ დოლბერგი კარიერას “ნიცაში" გააგრძელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელის ტრანსსფერი ფრანგულ კლუბს 20 მილიონი ევრო დაუჯდა.

შეგახსენებთ, 21 წლის კასპერ დოლბერგი ერედივიზიონის მკვიდრ "აიაქსს" 2016 წელს შეუერთდა და კლუბის ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. დოლბერგს დანიის ნაკრების მაისურით 13 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

აღსანიშნავია, რომ 2016-17 წლების სეზონში დოლბერგმა საქვეყნოდ გაითქვა სახელი. ის ჰოლანდიის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც დასახელდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით