ოფიციალურად: "UEFA-მ" 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა !

29-08-2019, 21:20

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა "ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის" 2019/20 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა.

ცერემონიამ 8 საინტერესო ჯგუფთან ერთად, ევროპული ტურნირის გასული გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობაც გაარკვია, რომლისთვისაც ლიონელ მესი (კატალონიის "ბარსელონა"), ვირჯილ ვან დეიკი (მერსესაიდული "ლივერპული") და კრიშტიანუ რონალდუ (ტურინის "იუვენტუსი") იბრძოდნენ.

მიუხედავად ზემოთ ხსენებული თითოეული მოთამაშის გამორჩეული პერფორმანსებისა, საუკეთესოს ტიტულს ამჯერად ინგლისური გრანდის 28 წლის ვარსკვლავი, ვან დეიკი დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელმა მცველმა ამ ჯილდოს მოპოვება, კარიერაში პირველად მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით