"ბარსელონა" და "ბაიერნი" ემრე ჯანისთვის იბრძვიან

29-08-2019, 17:19

როგორც გავლენიანი სპორტული გამოცემა Gazzetta dello Spor-ი იტყობინება, "ბარსელონა" და "ბაიერნი" "იუვენტუსის" ნახევარმცველ ემრე ჯანისადმი იჩენენ ინტერესს.

იმ შემთხვევაში, თუ ტურინელები მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გერმანელ ფეხბურთელს ვერ გაყიდიან, მაშინ შესაძლოა იგი სეზონის განაცხადს მიღმა დატოვონ.

"ბებერი ქალბატონი" ჯანის სანაცვლოდ 30-35 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.

25 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში "იუვენტუსის" რიგებში 37 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით