"მონაკო" იკარდის არ ეშვება

30-08-2019, 01:38

იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფრანგული "მონაკო" მილანის "ინტერის" არგენტინელი ფორვარდის დამატებით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "ფრანგები" აქტიურად ეცდებიან, "მილანელთა" რიგებიდან, მაურო იკარდი გადმოიბირონ.

როგორც ცნობილია, ისინი მზად არიან, "ინტერს" არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გადაუხადონ, თავად ფეხბურთელს კი 10 მილიონ ევროს სთავაზობს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც,რომ მაურო იკარდის დამატებით, "რომაც" ინტერესდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით