ოფიციალურად: ალექსის სანჩესი "ინტერის" ფეხბურთელია !

30-08-2019, 10:23

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩილელი თავდამსხმელის, ალექსის სანჩესის სატრანსფერო საგა საბოლოოდ დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 30 წლის შემტევი მომდევნო სეზონიდან, იტალიელი ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობის მილანის "ინტერში" იასპარეზებს.

ცნობების მიხედვით, სანჩესი "ნერაძურიში" 1 წლიანი იჯარით იქნება, რომლის წარმატებით ჩატარების შემთხვევაშიც, სრულ კონტრაქტს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამასთან ერთად, მიუნხენის "ბაიერნი" იყო დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით