იკერ კასილიასმა "რეალის" გულშემატკივრებს მიმართა: "ვის ისურვებდით ახლა გუნდში ყველაზე მეტად?"

30-08-2019, 15:32

მადრიდის "რეალის" ლეგენდარულმა ესპანელმა გოლკიპერმა, იკერ კასილიასმა მისი "Twitter-ის" გვერდზე, გამოკითხვა ჩაატარა, სადაც გულშემატკივრებს შემდეგი არჩევანის გაკეთება უწევდათ:

"ვის ისურვებდით ახლანდელ გუნდში ? ნეიმარ ჟუნიორს, პოლ პოგბას თუ კრიშტიანუ რონალდუს ?"

გამოკითხვამ საკმაოდ უცნაური შედეგი დააფიქსირა, "ლოს ბლანკოსის" გულშემატკივრის 64%-მა პორტუგალიელი ვარსკვლავის დაბრუნება ინატრა, 22%-მა პოგბას მისვლა, ხოლო 14%-მა ნეიმარის ტრანსფერი.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" ზემოთ ხსენებულმა ფრანგმა ნახევარცველმა მის კლუბს რამდენიმე დღის წინ, წასვლის თხოვნით მიმართა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით