ალექსის სანჩესის "მანჩესტერ იუნაიტედთან" გამოსამშვიდობებელი წერილი: "წარმატებები ბიჭებო !"

30-08-2019, 11:35

მილანის "ინტერის" ახალწვეული, ჩილელი თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი, სოციალურ მედიაში "მანჩესტერ იუნაიტედთან" გამოსამშვიდობებელ წერილს ავრცელებს:

"მართალია "იუნაიტედში" გატარებული დრო ჩემთვის საკმაოდ რთული გამოდგა და არც ისაა სიმართლეს მოკლებული, რომ მოწოდების სიმაღლეზე ვერ ვიმყოფებოდი, თუმცა მიუხედავად ამისა, საკუთარ არჩევანს არ ვნანობ."

"მანჩესტერში არაჩვეულებრივი თანაგუნდელები მყავდა, რომლებთან ერთად ყოფნაც დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, ამიტომაც წარმატებები ბიჭებო, საუკეთესოს გისურვებთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 30 წლის შემტევი "ნერაძურიში", 1 წლიანი იჯარით გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით