ევრა: "ნეიმარს არაფერი დაუშავებია"

30-08-2019, 14:37

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა პატრის ევრამ მედიის წარმომადგენლებთან ბრაზილიერი სუპერვარსკვლავის ნეიმარის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"ვფიქრობ, რომ ნეიმარი ბევრს არ მოსწონს. პრობლემა ისაა, რომ როცა შენ არ თამაშობ ყველას ძულხარ, როცა იტყუები კი ყველას უყვარხარ. ნეიმარის მიმართ ისეთი დამოკიდებულებაა, თითქოს, მან ვინმე მოკლა".

"ნეიმარი მისი გენიალურობისა და სათამაშო სტილის გამო ბევრს ენატრება. ფეხბურთელი უნდა გრძნობდეს, რომ ის უყვართ. როცა ბევრ ნეგატივს გრძნობ, უნდა წახვიდე. ამ ნეგატივს პრესა და გულშემატკივრები ქმნიან. თუმცა, ნეიმარი კარგი ადამიანია, რომელმაც "პსჟ-ს" ძალიან ბევრი მისცა. ბრაზილიელს ხშირად ვესაუბრები და მინდა, რომ მას ყველაფერი გამოუვიდეს".

"როცა მან ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშა, "პარი სენ ჟერმენი" ტურნირს დაემშვიდობა, მისი წასვლა გუნდისთვის დიდი პრობლემა იქნება".

"არ ვიცი, შეძლებს თუ არა პარიზული კლუბი მის შენარჩუნებას, მაგრამ თუ მათ ეს არ გამოუვათ, გუნდი დიდ ფეხბურთელს დაკარგავს. ასეთ შემთხვევაში ნეიმარი ,,ბარსელონაში'' დაბრუნდება და გახდება ისეთი მოთამაშე, როგორიც ყოველთვის იყო", - განაცხადა ევრამ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით