იკარდი კარიერას "მონაკოში" გააგრძელებს

30-08-2019, 14:53

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანის "ინტერის" თავდამსხმელი მაურო იკარდი კარიერას "მონაკოში" გააგრძელებს.

გავრცელებული ცნობით, "ნერაძური" მზადაა, ფეხბურთელს 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს, თუმცა თავად ფორვარდს გუნდის დატოვება არ სურს.

იკარდი "ინტერის" მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელის ტრანსფერით, ასევე, ტურინის "იუვენტუსი" და "ნაპოლი" ინტერესდებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით