"ბარსელონას" ესპანელმა მცველმა ჟერარ პიკემ ჟურნალისტებთან "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულის ჰარი მაგუაირის შესახებ ისაუბრა.
"მაგუაირში გადახდილი თანხა? ასეთ რამ უკვე ვან დეიკისა და რიო ფერდინანდის შემთხვევაში მოხდა. ისინი დიდ ფულს კარგ მცველებში იხდიან, მაგუიარი შესანიშნავი ფეხბურთელია. იმედი მაქვს, ამ ტრანსფერით "მანჩესტერი" ძველ დიდებას დაიბრუნებს".
"გასულ სეზონში სოლსკიაერის მუშაობას ჩემპიონთა ლიგაზე ვადევნებდი თვალს, ვფიქრობ, რომ ის კარგი სპეციალისტია. ვნახოთ, რა მოხდება მიმდინარე სეზონში", - განაცხაა ესპანელმა.
შეგახსენებთ, რომ პიკე 2004-2008 წლებში "მანჩსტერ იუნაიტედში" თამაშობდა.
-
|
-
|