როისი: "ბარსასთან" მოხვედრა ყველას გვსურდა.

30-08-2019, 15:47

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შემდეგ გაირკვა, რომ  დორტმუნდის "ბორუსია" ჯგუფში "ბარსელონას", "ინტერსა" და "სლავიას" დაუპირისპირდება.

აღნიშნულის შესახებ გუნდის შემტევმა მარკო როისმა მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"საუზმეზე ფეხბურთელები კენჭისყრაზე ვსაუბრობდით და შევთანხმდით, რომ "ბარსასთან" მოხვედრა კარგი იქნებოდა. უცნაურია, მაგრამ ეს ახდა".

"ცხადია, ჯგუფი საკმაოდ რთულია. ჯგუფში არიან გუნდები, რომლებსაც ევროტურნირებზე ბოლო წლების განმავლობაში წარმატებისთვის არ მიუღწევიათ, თუმცა ჩვენ მზად ვართ".

"ბარსასთან შეხვედრა? ეს იქნება დღესასწაული როგორც ჩვენთვის, ისე გულშემატკივრებისთვის", - განუცხადა გერმანელმა უეფას ოფიციალურ ვებგვერდს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით