სოლსკიაერი: "თუ მას დაბრუნება სურს იცის როგორ უნდა დაგვიკავშირდეს"

18-10-2019, 09:07

"მანჩესტერი იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი  ოლე გუნარ სოლსკიაერი რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ზლატან იბრაგიმოვიჩის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

"იბრა რომ 28 წლის იყოს, ეს შესაძლებელი იქნებოდა. მან აქ კარგი პერიოდი გაატარა და ახლაც კარგად გამოიყურება. სამწუხაროა, რომ ტრავმა მიიღო".

"თუ იბრამ ეს სერიოზულად თქვა, მას ჩემი ნომერი აქვს და შეგვიძლია, ვისაუბროთ. არ ვიცი, რა მოხდება", - ციტირებს ნორვეგიელის სიტყვებს Goal.com-ი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ლოს ანჯელეს "გალაქსის" შვედმა შემტევმა განაცხადა, რომ პრემიერლიგაში თამაში ისევ შეუძლია და თუ "მანჩესტერს" ის სჭირდება, მათ დასახმარებლად მზადაა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით