პეპ გვარდიოლა: "ფილ ფოდენს შანსი აუცილებლად მიეცემა"

31-08-2019, 03:35

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, გუნდის ახალგაზრდა ინგლისელ ნახევარმცველზე, ფილ ფოდენზე საუბრობს:

"ეს თქვენთვის აქამდეც მითქვას და ახლაც იგივეს გავიმეორებ, ფილი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია ვისთანაც ოდესმე მიმუშავია, თუმცა მიუხედავად ამისა, მას ერთი პრობლემა აქვს."

"ის ხასიათებით ჯერ კიდევ ბავშვია და გამბედაობა ჯერ-ჯერობით უჭირს, ამ ყოველივეს გამოსასწორებლად მას შანსი მომავალში აუცილებლად მიეცემა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ მოთამაშეს, "ქალაქელთა" რიგებში დავიდ სილვას შემცვლელად მოიაზრებენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით